ყაზტრანსგაზ-თბილისი

ყაზტრანსგაზ-თბილისი: აპრილში თბილისში 7 281 ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი ჩაიჭრა

ყაზტრანსგაზ-თბილისი

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აპრილის სტატისტიკას აქვეყნებს და მას საგანგაშოს უწოდებს. 

კომპანია აცხადებს, რომ მხოლოდ გასულ თვეში დედაქალაქში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა 7281 ღია კამერიანი აკრძალული, მკვლელი წყალგამაცხელებელი და გაზგამათბობელი ჩახსნეს. მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა, რადგან ერთხელ უკვე ჩაჭრილი დანადგარები ბინის მეპატრონეებმა თვითნებურად, კუსტარულად დააერთეს ქსელზე.

ამ მხრივ, ყველაზე მეტი - 1441 ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა სამგორის რაიონში ჩაჭრეს.

ასევე: 

  • ჩუღურეთში - 895,
  • სანზონაში - 888,
  • ისანი-ვაზისუბანში - 884,
  • ნაძალადევში - 729;
  • გლდანში - 672,
  • კრწანისის რაიონში - 451,
  • მთაწმინდის რაიონში - 398,
  • საბურთალოს რაიონში - 331,
  • ვაკეში - 181,
  • დიდუბეში - 145
  • ნუცუბიძეზე - 131,
  • დიღომში - 89.  

აკრძალული ღია კამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების განმეორებითი ჩაჭრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი წყნეთში დაფიქსირდა, სულ 46.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას შეახსენებს, რომ ღია კამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების თვითნებური, კუსტარული მონტაჟი საცხოვრებელ ფართებში არის საშიში და აკრძალული.

"ნუ მოიხმართ ღია კამერიან გაზდანადგარებს. გახსოვდეთ, CO კლავს!", - ამბობს ყაზტრანსგაზ თბილისი.

კომენტარები