ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციაში 40-მდე ქვეყანა გაერთიანდება

BBC.COM

15 სექტემბერს პარიზში გამართულ შეხვედრაზე 40-მდე ქვეყანა შეთანხმდა ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციის ჩამოყალიბებაზე, მათ შორის 10-მდე არაბული სახელმწიფოც იყო. 

სახელმწიფოთა ჯგუფმა იმსჯელა ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველ გეგმაზე. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ ირანი არ არის იმ სახელმწიფოთა შორის, რომელიც კოალიციას შეუერთდება. 

საფრანგეთმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზად არის საბრძოლო მოქმედებაში ჩაერთოს ერაყის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ სირიის ტერიტორიაზე ბრძოლას ჯერჯერობით სიფრთხილით ეკიდება. 

შეგახსენებთ, რომ ისლამური სახელმწიფოს სახელით მებრძოლმა ჯიჰადისტებმა კვირას, 14 სექტემბერს კიდევ ერთ მძევალს მოკვეთეს თავი. ამჯერად მათი მსხვერპლი ბრიტანელი დევიდ ჰეინესი გახდა, რომელიც, მძევალისვე თქმით ის დევიდ ქემერუნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეეწირა, რაც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციაში გაწევრიანებას გულისხმობს. 

კომენტარები