ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო

პარიზში ანტიტერორისტული კოალიციის კონფერენცია გაიხსნა

BBC.COM

პარიზში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების წინააღმდეგ კოალიციის წევრები შეიკრიბნენ. კონფერენციაში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

თავის გამოსვლაში საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საფრთხე, რომელსაც ისლამური სახელმწიფო განასახიერებს, გლობალურია და პასუხიც ამ საფრთხეზე გლობალური უნდა იყოს. კოალიციის წევრობის სურვილი 10-მა არაბულმა ქვეყანამ უკვე გამოთქვა. 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პარიზში კოალიციის წევრობის მსურველი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრების გამართვას აპირებს. შეერთებული შტატები ერაყში სახმელეთო ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.

ცნობისთვის, ისლამურ სახელმწიფოს სირიისა და ერაყის ტერიტორიის დიდი ნაწილი აქვს დაკავებული. ისლამისტების რიგებში 30 ათასამდე მებრძოლია. შეერთებული შტატები მათ წინააღმდეგ საავიაციო დარტყმებს ახორციელებს. ISIS-ის წინააღმდეგ ფართო საერთაშორისო კოალიციის შექმნა ამერიკული სტრატეგიის ნაწილია.  

კომენტარები