აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

დარჩიაშვილი: ხელისუფლებამ დასკვნები სასწრაფოდ უნდა გამოიტანოს

radiotavisupleba.ge

„მე არ მახსენდება ქვეყანა, რომლის დემოკრატიულობის ხარისხს გააკრიტიკებდა სახელმწიფო დეპარტამენტი და მერე ამ ქვეყანას პრობლემები არ შეუქმნიდა", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა ტაბულასთან საუბრისას, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას.

მისი თქმით, „ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს და დასკვნები სასწრაფოდ გამოიტანოს, რადგან ქვეყანა ჩიხისკენ მოჰყავს". დარჩიაშვილის განცხადებთ, ბუნებრივია, რომ იმას, რასაც ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლები ორი წლის განმავლობაში ამბობდნენ, სახელმწოფო დეპარტამენტი ყურადღებით გაანალიზებდა და სხვადასხვა წყაროებთან გადაამოწმებდა, საბოლოოდ კი ასეთი სახის განცხადებას გააკეთებდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებებისა და სისხლისსამართლებრივი ბრალდებების გამო, ასევე იმ რისკებით, რასაც პოლიტიკური დევნა საქართველოს დემოკრატიას შეუქმნის.

 

კომენტარები