პოლონეთი

დონალდ ტუსკმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თანამდებობა დატოვა

wiwo.de

პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი თანამდებობიდან გადადგა. განცხადება გადადგომის შესახებ პრემიერმა პრეზიდენტ კომოროვსკის უშიშროების საბჭოს სხდომის დროს გადასცა.

ტუსკის გადადგომა ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მის არჩევას უკავშირდება. პრემიერის პოსტზე, პოლონური მედიის ცნობით, პარტია სამოქალაქო პლატფორმის თავმჯდომარის მოადგილის, სეიმის სპიკერის ევა კოპაჩის კანდიდატურა განიხილება.

დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერმინისტრის პოსტს 2007 წლიდან იკავებდა. 

კომენტარები