სოციალური ქსელები

უკრაინელი კიბერ-ტროლების სამიზნე მერკელისა და ოლანდის გვერდები გახდა

facebook.com/AngelaMerkel

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის Facebook გვერდები უკრაინელი ინტერნეტმომხმარებლის სამიზნე გახდა. ამის შესახებ Globalpost იუწყება.

ათასობით ადამიანი მერკელის Facebook-ის გვერდზე კრიტიკულ პოსტებს განსაკუთრებით მას შემდეგ წერს, რაც ეს უკანასკნელი რიო დე ჟანეიროში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე პუტინთან ერთად მომღიმარი გამოჩნდა. მათ შორის, ყველაზე პოპულარული შემდეგი მესიჯია: „მადლობა ქალბატონო რიბენტროპ" (იოახიმ ფონ რიბენტროპი ნაცისტური გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ, რომელმაც რუსეთთან პოლონეთის განაწილების შესახებ საიდუმლო გარიგებას მოაწერა ხელი).

ხსენებულ კომენტარებს გერმანიის კანცლერის მედია გუნდიც გამოეხმაურა, მათი მესიჯი იტყობინებოდა, რომ მერკელის გვერდზე სპამ-შეტევა ხორციელდებოდა და რომ წაიშლებოდა ყველა პოსტი, რომელებიც „შეიცავენ შეურაცხყოფას, ცილისწამებას, რასიზმს და პოლიტიკურ ექსტრემიზმს".

რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტს, მისი გვერდის სტუმრების ძირითადი პრეტენზია რუსეთისთვის მისტრალების მიყიდვას ეხება, მაშინ, როდესც დასავლეთი და კიევი მოსკოვს უკრაინის სისხლიანი კონფლიქტის უკან დგომაში ადანაშაულებენ.

„მადლობა რუსეთისთვის მისტრალის მიცემისთვის, ბატონო პრეზიდენტო. თქვენ დაეხმარებით უკრაინელებს სიკვდილში" - წერენ ოლანდის გვერდზე.

კომენტარები