28 მარტიდან რუსეთში ახალი სოციალური ქსელი Россграм ამუშავდება, რომელიც შემქმნელების თქმით დაბლოკილ Instagram-ს ჩაანაცვლებს.
ახლო წარსულში როსკომნადზორის გადაწყვეტილებით რუსეთის ტერიტორიაზე სოციალური ქსელი Instagram დაიბლოკა. გადაწყვეტილების მიზეზად როსკომნადზორი Facebook-ის მიერ "რუსული მედიისა და საინფორმაციო წყაროების დისკრიმინაციას" ასახელებს. უწყების განცხადებით, 2020 წლის ოქტომბრიდან ასეთი 26 შემთხვევა დაფიქსირდა.
შემქმნელების თქმით ახალ სოციალურ ქსელს Instagram-ის ყველა ფუნქცია ექნება, ასევე მომხმარებლებს ინსტაგრამიდან მონაცემების გადმოტანა შეეძლებათ.
Россграм-ის შემქმნელია ალექსანდრე ზობოვი, რომელიც Telegram-ის დამფუძნებლის პაველ დუროვის თანაკურსელია.