სოციალური ქსელები

რა რეგულაციებს უწესებს ევროკავშირი სოციალურ ქსელებს და ონლაინ პლატფორმებს?

ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი (DSA) ძალაში ოფიციალურად შევიდა. 2023 წლის 25 აგვისტოდან დაწყებული, Google, Facebook, Amazon და სხვა, უნდა დაემორჩილონ ფართო კანონმდებლობას, რომელიც ონლაინ პლატფორმებს კანონიერად აკისრებს პასუხისმგებლობას მათ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ კონტენტზე.

რა არის ციფრული სერვისების აქტი?

DSA-ს მთავარი მიზანი უსაფრთხო ონლაინ გარემოს ხელშეწყობაა. ახალი წესების თანახმად, ონლაინ პლატფორმებმა უნდა დანერგონ გზები, რათა თავიდან აიცილონ და წაშალონ არალეგალური საქონლის, სერვისების ან შინაარსის შემცველი პოსტები და ამავდროულად, მისცენ მომხმარებლებს ამ ტიპის კონტენტის შესახებ შეტყობინების საშუალება.

გარდა ამისა, DSA კრძალავს მიზანმიმართულ რეკლამას, რომელიც ეფუძნება პირის სექსუალურ ორიენტაციას, რელიგიას, ეთნიკურობას ან პოლიტიკურ შეხედულებებს და აწესებს შეზღუდვებს ბავშვებისთვის რეკლამის შეთავაზებაზე. ის ასევე მოითხოვს ონლაინ პლატფორმების მეტ გამჭვირვალობას - მაგალითად იმის ცოდნის საშუალებას, თუ როგორ მუშაობს მათი ალგორითმები.

DSA აყალიბებს დამატებით წესებს "ძალიან დიდი ონლაინ პლათფორმებისთვის". აიძულებს მათ, შესაძლებლობა მისცენ მომხმარებლებს უარი თქვან სარეკომენდაციო სისტემებზე და მკვლევრებთან და ხელისუფლებასთან ძირითადი მონაცემების გაზიარებაზე.

ევროპარლამენტმა DSA 2022 წლის ივლისში შეიმუშავა.

ევროკავშირი ჯერ კიდევ არ მოითხოვს მცირე კომპანიებისგან DSA-ს დაცვას. 

რომელ ონლაინ პლატფორმებზე მოქმედებს?

ევროკავშირი ძალიან დიდ ონლაინ პლატფორმებად (ან ძალიან დიდ ონლაინ საძიებო სისტემებად), განიხილავს იმ პლატფორმებს, რომლებსაც ყოველთვიურად 45 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს ევროკავშირში. ჯერჯერობით, ევროკავშირმა შეიმუშავა 19 პლატფორმა და საძიებო სისტემა, რომლებიც მიეკუთვნება ამ კატეგორიას, მათ შორის:

  • Alibaba AliExpress
  • Amazon Store
  • Apple App Store
  • Booking.com
  • Facebook
  • Google Play
  • Google Maps
  • Google Shopping
  • Instagram
  • LinkedIn
  • Pinterest
  • Snapchat
  • TikTok
  • Twitter
  • Wikipedia
  • YouTube
  • Zalando
  • Bing
  • Google Search

ევროკავშირი თითოეულ ამ პლატფორმას მოსთხოვს, მომხმარებლების რაოდენობა მინიმუმ ყოველ ექვს თვეში ერთხელ განაახლოს. თუ პლატფორმას ყოველთვიურად 45 მილიონზე ნაკლები  მომხმარებელი ეყოლება, ის სიიდან ამოიშლება.

ბევრმა ამ კომპანიამ უკვე გამოკვეთა გზები, რომლითაც ისინი DSA-ს დაცვას აპირებენ.

მაგალითად, Google ამბობს, რომ ის უკვე შეესაბამება DSA-ს მიერ გათვალისწინებულ ზოგიერთ მოთხოვნას, მათ შორის YouTube შემქმნელებს ვიდეოების წაშლისა და შეზღუდვების გასაჩივრების შესაძლებლობას, თუმცა Google-მა გამოაცხადა, რომ აფართოებს რეკლამის გამჭვირვალობის ცენტრს, რათა დააკმაყოფილოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.

კომპანია ასევე ვალდებულია გააფართოოს მონაცემების ხელმისაწვდომობა მკვლევრებისთვის, რათა მიაწოდოს მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს Google Search, YouTube, Google Maps, Google Play და Shopping პრაქტიკაში. ის ასევე გააუმჯობესებს გამჭვირვალობის ანგარიშგებას და გააანალიზებს პოტენციურ "არალეგალური შინაარსის გავრცელების რისკებს".

ონლაინ პლატფორმები, რომლებიც არ შეესაბამება DSA-ს წესებს, შეიძლება დაჯარიმდნენ მათი გლობალური ბრუნვის 6 პროცენტამდე.

ევროკავშირის კომისიის თანახმად, ციფრული სერვისების კოორდინატორს და კომისიას ექნებათ უფლებამოსილება "მოითხოვონ დაუყოვნებელი ქმედებები, სადაც ეს აუცილებელია ძალიან სერიოზული ზიანის მოსაგვარებლად". 

კომენტარები