სოციალური ქსელები

ფეისბუქი, ინსტაგრამი და სხვა პლატფორმები შეფერხებით მუშაობს

Reuters

სოციალური მედიის პლატფორმები შეფერხებით მუშაობს. ფეისბუქის, ინსტაგრამის, ვოთსაპის და თვითერის მომხარებლები ვერ ტვირთავდნენ ფოტოებს, Twitter-ზე კი პირდაპირი შეტყობინების ფუნქციას დაზიანდა.

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბევრ ადამიანს და ბიზნესს ამ მომენტში ფოტოების, ვიდეოების და სხვა ფაილების ატვირთვის პრობლემა აქვს. ჩვენ ვმუშაობთ, რათა ყველაფერი ნორმაში დავაბრუნოთ იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია" - განაცხადა Facebook-ის წარმომადგენელმა CNN ბიზნესის ჟურნალისტთან. 

"ჩვენ ამჟამად გვაქვს რაღაც პრობლემები პირდაპირი მესიჯების გაგზავნასთან. ჩვენ მის შესწორებაზე ვმუშაობთ და შეგატყობინებთ თუ რამე სიახლე იქნება"- დაწერა Twitter-მა Tweet-ში.

კომენტარები