სოციალური ქსელები

კრუზი: შვილებს სოცმედიის გამოყენებას ვუკრძალავ, მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ვზრუნავ

Hola

პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი შვილებს სოციალური მედიის გამოყენებას უკრძალავენ. ამის შესახებ CBS-თან ინტერვიუში კრუზმა ილაპარაკა.

"სოცმედიისადმი უცნაური დამოკიდებულება მაქვს, იშვიათად და ფრთხილად ვიყენებ. მასში არის რაღაც გაუგებარი და ახალგაზრდებზე დიდი გავლენა აქვს. დღევანდელი თინეიჯერები მეცოდებიან. თითქოს სამყარო მათზე რაღაც ექსპერიმენტს ატარებს: "მოდით ვნახოთ რა მოხდება თუ 12 წლის ბავშვს ტექნოლოგიებთან წვდომას მივცემთ". ისინი დაუცველები არიან, დაუცველია მათი განვითარებადი გონება. სოცქსელებში ყველაფერი უკავშირდება ბულინგს, ბევრი რამ განსხვავდება ჩვენი ბავშვობისგან. საკმაოდ მკაცრი ვარ საკუთარ შვილებთან ტექნოლოგიების საკითხზე, რა თქმა უნდა ზოგჯერ ფილმებს და მულტფილმებს ერთად ვნახულობთ, როგორ უნდა ავუკრძალო ფილმების ნახვა, ჩემთვის ხომ ეს პროცესი ბავშვობის ბედნიერ დღეებთან ასოცირდება. 16 წლამდე შვილებს სოცმედიის გამოყენებას ვუკრძალავ, ვფიქრობ ამით მათ მენტალურ ჯანმრთელობას ვუფრთხილდები, როგორც ჩანს უმცირესობაში ვარ". – ამბობს მსახიობი.

ბარდემმა და კრუზმა ერთმანეთი ბიგას ლუნას ფილმის Jamon Jamon გადაღებებზე 1992 წელს გაიცნეს, ურთიერთობა გაცილებით გვიან, 2007 წელს დაიწყეს, 3 წლის შემდეგ წყვილი დაქორწინდა. ესპანელ მსახიობებს ორი შვილი ჰყავთ 10 წლის ლეონარდო და 8 წლის ლუნა.

კომენტარები