გიგი უგულავას საქმე

ახალაია: პროკურატურა სასამართლოს ევაჭრება, უგულავა დაიჭიროს და მე გამიშვას

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ევაჭრება, რომ გიგი უგულავა დაიჭიროს და ახალაია გაათავისუფლოს. ამის შესახებ ახალაიამ საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე თქვა და სასამართლოს მოუწოდა, იყოს ობიექტური და ვინც გასაშვებია, ის გაუშვას.

"მიმდინარეობს ვაჭრობა სასამართლოსა და პროკურატურას შორის. ზუსტად ვიცი, რას ელაპარაკება სასამართლოს ღარიბაშვილი, რომ დაიჭირეთ გიგი უგულავა და გავუშვათ ახალაია. მოგიწოდებთ, იყოთ ობიექტურები. გაუშვით ის, ვინც გასაშვებია. გათავისუფლდეს გიგი უგულავა. ჩემ შემთხვევაში კი, იმოქმედეთ კანონით დადგენილ ვადაში", - განაცხადა ახალიამ.

ცნობისთვის, გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი დღეს, 18:00-ზე გაიმართება. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. ამასთან, პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა ბაჩო ახალაიას.

კომენტარები