საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

მარგველაშვილი პოროშენკოს ინაუგურაციაზე დასასწრებად, კიევში დღეს გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში დღეს გაემგზავრება. გიორგი მარგველაშვილი ხვალ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციას დაესწრება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა პოროშენკოსგან ინაუგურაციაზე მიწვევა 27 მაისს მიიღო. 

უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას რამდენიმე უცხო ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის - აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი,   სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი და სენატორი ჯონ მაკკეინი. 

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართა.

კომენტარები