საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

უკრაინის საგარეო: კვლავაც ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას

უკრაინის საგარეო უწყება საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას ეხმაურება.

უწყების მიერ ტვიტერ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით დგას და კვლავაც ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას. 

"15 წლის რუსეთი საქართველოში შეიჭრა. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი რუსეთის ჯარის მიერ კვლავ ოკუპირებულია. უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით დგას და კვლავაც ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".- აღნიშნულია განცხადებაში.


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები