საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

უკრაინასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

პირადობის ელექტრონული მოწმობების მფლობელ მოქალაქეებს უფლება ექნებათ ორივე ქვეყნის მხრიდან იმოგზაურონ, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმში მოვიძიოთ ახალი პოტენციალი და მოვახდინოთ საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობის უფრო სრულფასოვანი რეალიზაცია, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე, ჩვენ შევძლებთ და პირადობის ელექტრონული მოწმობების მფლობელ მოქალაქეებს უფლება ექნებათ ორივე ქვეყნის მხრიდან იმოგზაურონ, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში",-თქვა პრემიერმა. 

ბახტაძე ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს. 

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ, ამავე დროს ეს დაეხმარება ტურიზმის განვითარებას, ასევე ზოგადად ეკონიმიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ამასთან ერთად, ჩვენ ვიხილავთ ანალოგიური მიდგომის გამოყენებას სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც და უახლოეს მომავალში გაცნობებთ ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას“, - ამბობს ბახტაძე. 

კომენტარები