ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ცესკომ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. 13 მაისს გამართულ სხდომაზე, წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ სუბიექტებს, რომლებიც 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობდნენ; მათ საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭათ რიგითი ნომრები. არჩევნებში სულ 24 სუბიექტი მონაწილეობს.

საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ასეთია:

 №1 – საარჩევნო ბლოკი არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე);

№2 – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა;

№3 – ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია;

№4 – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ);

№5 – საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;

№6 – გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია;

№7 – უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე;

№8 – დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;

№9 – საარჩევნო ბლოკი თვითმმართველობა ხალხს;

№10 – ხალხის პარტია;

№11 – ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები;

№12 – ჩვენი საქართველო;

№13 – მომავალი საქართველო;

№14 – ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტია;

№15 – სახალხო მოძრაობა;

№16 – ქრისტიან დემოკრატიული პარტია (ქრისტიან დემოკრატები);

№17 – ერთიანობის დარბაზი;

№18 – სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა;

№19 – თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა

№20 – შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია;

№26 – სახალხო პარტია;

№30 – მერაბ კოსტავას საზოგადოება;

№36 – საქართველოს მშრომელთა საბჭო;

№41 – საარჩევნო ბლოკი - ქართული ოცნება;

კომენტარები