ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ნარმანია: კოალიციის წარმოდგენილი თითოეული კანდიდატი პროფესიონალი და პატრიოტია

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას განცხადებით, კოალიციის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატს დედაქალაქთან მიმართებაში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. მისი შეფასებით, ქართულმა ოცნებამ ძალიან ღირსეული კანდიდატები წარადგინა.

"თითოეული მათგანი პროფესიონალი და პატრიოტია. თითოეულ მათგანს შესტკივა გული დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვები, საერთო პროგრამა და ამ ხედვების და პროგრამის ფარგლებში, დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი ღირსეულ, შთამბეჭდავ და დამაჯერებელ შედეგებს მიიღებს 15 ივნისის არჩევნებში. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ თითოეული მათგანი დეტალურად იცნობს თავისი რაიონის პრობლემებს. ისინი ხალხთან მჭიდრო კომუნიკაციით მოახერხებენ, რომ თუ რაიმე პრობლემა არსებობს, ამოწურონ, მოიტანონ გადაწყვეტილების მიმღებ ხალხამდე და მოვაგვაროთ ყველა ეს პრობლემა. ვაპირებთ, რომ პირველ რიგში, ღირსეულად გავიმარჯვოთ არჩევნებში და შემდეგ ღირსეულად შევუდგეთ ქალაქის განვითარების საქმეს", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ნარმანიამ დღეს წარადგინა. კანდიდატებს შორის არიან  რესპუბლიკელები დავით ზურაბიშვილი და გულიკო ზუმბაძე,  ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი ჯაბა სამუშია, ასევე, რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი, სამოქალაქო ფრონტის და მოძრაობა 7 ნოემბრის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაბა ჯიშკარიანი, მუხროვანის ამბოხზე დაკავებული გენერალი კობა კობალაძე, რომელიც 2010 წლის 11 იანვარს სასამართლომ ამბოხების ნაწილში გაამართლა და დამნაშავედ იარაღის უკანონოდ შენახვაში სცნო.

კოალიციის თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების სრული სია კი ასეთია: 

1. ჯაბა ჯიშკარიანი - "ქართული ოცნება" – მთაწმინდა. 

2. გიორგი მუსხელიშვილი - "თავისუფალი დემოკრატები" - ძირეული ვაკე, ბაგები, წყნეთი.

3. გოჩა ბაბუნაშვილი – "ქართული ოცნება" - ნუცუბიძის ფერდობი, ვაჟა-ფშაველას კვარტლები.

4. შორენა ბუხრაშვილი - "ეროვნული ფორუმი" - სოფელი დიღომი, ვაშლიჯვარი, დიდი დიღომი.

5.გივი ჭიჭინაძე – "ქართული ოცნება" - ვეძისი, კანდელაკის ქუჩა, ვაჟა ფშაველა, ყაზბეგის გამზირი, საბურთალოს მარცხენა ნაწილი, პეკინის ნაწილი, გოთუას ქუჩა.

6. დავით ზურაბიშვილი – "რესპუბლიკური პარტია" - საბურთალოს მარჯვენა ნაწილი, პეკინის ნაწილი, იოსებიძე, შარტავას, დოლიძის, ხილიანის, ბახტრიონის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია.

7. ბექა ნაცვლიშვილი - "ქართული ოცნება" - კრწანისი, ფონიჭალა.

8. ილია ჯიშკარიანი - "თავისუფალი დემოკრატები" - ავლაბარი, მეტრომშენი.

9. ირაკლი აბუსერიძე – "ქართული ოცნება" - ვაზისუბანი, მერვე ლეგიონი.

10. ზურა ნეფარიძე - "ეროვნული ფორუმი" – ნავთლუღი.

11. ია მაკასარაშვილი – "ქართული ოცნება" - ვარკეთილი.

12. ლევან დარახველიძე - "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - მესამე მასივი. 

13. გულიკო ზუმბაძე – "რესპუბლიკელები" - ვარკეთილის დასახლება, ორხევი, აეროპორტი, წინუბანი, ნასაგური, დიდ ლილო, პატარა ლილო.

14. ლია ჯახველაძე – "თავისუფალი დემოკრატები" - მოსკოვის გამზირი, აფრიკა.

15. რიმა ბერაძე – "ქართული ოცნება" – ჩუღურეთი.

16. ლადო ძნელაძე - "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" – დიდუბე.

17. თარაშ შურღაია - "ქართული ოცნება"- დიღმის მასივი.

18. დავით ჭელიძე - "ქართული ოცნება" - ნაძალადები, ლოტკინი.

19. გივი გოგლიძე – "ეროვნული ფორუმი" – ნაძალადევი.

20. ზაზა კოლელიშვილი - "ქართული ოცნება" – სანზონა.

21. ჯაბა სამუშია - "ქართული ოცნება" – თემქა.

22. კობა კობალაძე – "ქართული ოცნება" - ავჭალა, ზაჰესი, კონიაკის დასახლება, გლდანულა, სოფელ გლდანის მუნიციპალიტეტები.

23. ნინო გოგუაძე - "კონსერვატორები" - გლდანი - ლუწი მიკრორაიონები.

24. მურთაზ შელია - "ქართული ოცნება" - გლდანი - კენტი მიკრორაიონები.

25. ქეთი ჯოხაძე – "კონსერვატორები" - მუხიანი, სამხედრო დასახლება.

კომენტარები