კრიზისი უკრაინაში

ოდესაში მილიციის შენობასთან არეულობის დროს ჟურნალისტი დაჭრეს

AFP

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესაში, სადაც პრორუსულად განწყობილ აქტივისტებს მილიციის სამმართველოს შენობა აქვთ ბლოკირებული, ჟურნალისტი დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

ოდესაში მილიციის შენობა დაახლოებით 1000 სეპარატისტს აქვს ბლოკირებული. არიან დაზარალებულები.

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის მილიციამ 2 მაისის აქციის დროს დაკავებული რამდენიმე პირი გაათავისუფლა. 

3, 4 და 5 მაისი ოდესაში 2 მაისს დაღუპული 40-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების გამო, გლოვის დღეებად არის გამოცხადებული.

კომენტარები