ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ღარიბაშვილმა იმერეთში გამგებლების კანდიდატები წარადგინა

facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს იმერეთში სტუმრობისას გამგებლების კანდიდატები წარადგინა.

კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატები იმერეთში:

სამტრედია - ვალერი ფოცხვერია; ხონი - ჯემალ მებუკე; ვანი - ზაზა ხურციძე; ბაღდათი - ირაკლი გეგეშიძე; წყალტუბო - კონსტანტინე მამისეიშვილი; ჭიათურა - სულხან მახათაძე; ზესტაფონი - ტარიელ თუთარაშვილი; თერჯოლა - თემურ ჯაფარიძე; ტყიბული - რობინზონ გვენეტაძე; ხარაგაული - კობა ლურსმანაშვილი; საჩხერე - მალხაზ ბაზაძე; ქუთაისი - შოთა მურღულია.

დღეს პრემიერი ზესტაფონში დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და რეაბილიტირებულ ობიექტებში შესახლებულ ოჯახებს შეხვდა. ღარიბაშვილის თქმით, ქუთაისში 25 თექვსმეტსართულიანი საცხოვრებლის აშენება იგეგმება, რომელშიც 5 ათასამდე დევნილი შესახლდება. პროექტის ღირებულება 103 მილიონი ლარია. დევნილებთან საუბრისას, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ 2016 წლისთვის საქართველოში დევნილის სტატუსის მქონე ყველა პირს საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებული მწვავე პრობლემა მოეხსნება.

დღესვე ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ სვირს ესტუმრა და  განათლების მინისტრთან ერთად ახალი სკოლის მშენებლობა დაათვალიერა. სკოლა 120 მოსწავლეზე არის გათვლილი და მისი დასრულება ახალი სასწავლო წლისთვის იგეგმება. პრემიერმა თერჯოლის რაიონის სოფელ გოგნში ტაძრამდე მისასვლელი რეაბილიტირებული გზა და წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ტაძარიც მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთში ვიზიტი ქუთაისის მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა. 

კომენტარები