უკრაინის კრიზისი

ოდესაში ხანძრის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა

ოდესა, პროფკავშირების სახლი
http://tsn.ua/

უკრაინის ქალაქ ოდესაში პროფკავშირების შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, მათგან 30 ხანძარმა იმსხვერპლა, ხოლო 8 ფანჯრიდან გადმოხტა. დაღუპულთა რაოდენობა ამ დრომდე ზუსტდება, თუმცა tsn.ua-ს ცნობით, შენობაში რუსეთის 15 და ე.წ დნესპრისპირეთის 5 მოქალაქე დაიღუპა.

უკრაინსკაია პრავდას ცნობით, ოდესაში პროფკავშირების სახლს ცეცხლი ანტიმაიდნისა და მაიდნის წარმომადგენელთა დაპირისპირების შედეგად გაუჩნდა. პრორუსი მომიტინგეები შენობაში ჩაკეტილები აღმოჩნდნენ და სხვადასხვა მიმართულებით მოლოტოვის კოექტეილებს ისროდნენ.

საავადმყოფოებს 170-ზე მეტმა დაშავებულმა მიმართა. ოდესაში შეტაკებები ტაძრის მოედანზე დაიწყო და კულიკოვოს ველზე გადაინაცვლა, სადაც უკრაინის ერთიანობის მომხრეებმა სეპარატისტების კარვები დაშალეს. პრორუსმა აქტივისტებმა თავი პროფკავშირების შენობას შეაფარეს.

კომენტარები