უკრაინის კრიზისი

ორ რუსულ ავიაკომპანიას უკრაინის ტერიტორიაზე ფრენა აეკრძალა

rt.com

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, ორ რუსულ ავიაკომპანის Aeroflot-სა და Transaero-ს უკრაინის ტერიტორიაზე ფრენა აეკრძალა. სანქციები დაეკისრა იმ კომპანიებსაც, რომლებსაც უკრაინის გავლით სამხედრო ტვირთი ან რუსი სამხედროები გადაჰყავს. გადაწყვეტილება 25 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

უკრაინის პრემიერმინისტრის არსენი იაცენიუკის განმარტებით, "თვითმფრინავებს, რუსეთის სამფეროვანი დროშით, უკრაინის აეროპორტებში არაფერი ესაქმება."

რუსული ავიაკომპანიების გარდა, სანქციების სიაში 400-ზე მეტი ფიზიკური პირი და 90-ზე მეტი კომპანია მოხვდა. უკრაინულ სახელმწიფო ორგანიზაციებს კი სანქცირებული კომპანიების მხრიდან პროდუქციისა და მომსახურების მიღება აეკრძალათ. 

კომენტარები