ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

კალაძე: არ გვჭირდება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის კახა კალაძის განცხადებით, კოალიციას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საჭიროება არ აქვს და არც გამოიყენებს. მისივე მტკიცებით, "თვითმმართველობის არჩევნები იქნება ისეთივე სანიმუშო, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნები იყო". კალაძის თქმითვე, საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი კოალიციის პროპორციული სია. ასევე, იმ პირთა ვინაობა, ვისაც ქართული ოცნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დაასახელებს.

"ჩვენი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. უკვე ჩავატარეთ ერთი არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნებს ვგულისხმობ, რომელიც იყო სანიმუშო არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ასევე იქნება თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ არ გვჭირდება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. არ გვაქვს ამის საჭიროება", - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები