ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

სასამართლომ ოქრუაშვილთან დაკავშირებით ცესკო-ს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ცნობისთვის, 22 აპრილს, ცესკო-მ ის განკარგულება გააუქმა, რომლის მიხედვითაც, გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობის კანდიდატად დაარეგისტრირა. ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლოში ცესკო-ს სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქრუაშვილის რეგისტრაციის საკითხი მას შემდეგ განიხილა, რაც სამართლიანი საქართველოსთვის ხელმძღვანელმა სერგო ჯავახაძემ გორის საოლქო კომისიის განკარგულება გაასაჩივრა. ჯავახიძემ გააპროტესტა ის ფაქტი, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ბოლო ორი წელი საქართველოში არ უცხოვრია, რასაც მერობის კანდიდატს კანონი სთხოვს.

კომენტარები