ჟურნალისტების დაკავება

რატიანი: დაკავებულ ჟურნალისტებს რაიმე მოთხოვნა არ დაუფიქსირებიათ

radiotavisupleba.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის გოჩა რატიანის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ TV3-ის გადამღებ ჯგუფს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ ცხელი ხაზის საშუალებით მიიღო. აღნიშნულს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

"ცხელი ხაზის მეშვეობით შეგვატყობინეს, რომ დაკავებული ჟურნალისტების მხრიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია გამოხატული არ ყოფილა. მათ არც რაიმე მოთხოვნა დაუფიქსირებიათ", - თქვა გოჩა რატიანმა.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები დააკავეს. დაკავებული არიან ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფის წევრები – ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.

კომენტარები