ვენესუელა

ვენესუელას მთავრობამ "სამართლიანი ფასების კანონი" მიიღო

მადუროს მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ
Reuters

ვენესუელამ „სამართლიანი ფასების კანონი“ მიიღო, რომელიც კრძალავს 30%-ზე ზემოთ მოგების მიღებას. სამართლიანი ფასების კანონით ნიკოლოს მადურო მთავრობა ცდილობს ფასების გაკონტროლებას და პირველადი მოხმარების პროდუქციის დეფიციტის აღმოფხვრას. მათ ვინც კანონს არ დაემორჩილება 10 წლიანი პატიმრობა ელის. უზენაესმა სასამართლომ კანონის რატიფიცირება მოადინა.

აღნიშნული საკანონმდებლო აქტით, ისინი ვინც „შეწყვეტენ მიწოდებას, მიმოქცევას ან დისტრიბუციას რეგულირებული პროდუქციაზე ან მოახდენენ ფასების ცვლილებას 8დან 10 წლამდე პატიმრობით დაისჯებიან".

კანონი ასევე ითვალისწინებს ჯარიმებს 107,000 ბოლივარიდან ($17,000) 5.3 მილიონ ბოლივარამდე  ($850,000). აღნიშნული რეგულაციის აღსრულების მონიტორინგს„სოციო-ეკონომიკურ უფლებათა ეროვნული სამმართველო“ (SUNDDE) მოახდენს. SUNDDE კანონის მიხედვით „დააწესებს მაქსიმალურ ფასებს პროდუქციასა და იმპორტზე, დისტრიბუციასა და მოხმარებაზე, პროდუქციის მნიშვნელობიდან გამომდინარე“. 

ამ შეზღუდვების მიხედვით, კომპანიები ვერ შეძლებენ პროდუქციის იმპორტირებას  და გაყიდვას, ვინაიდან ეს მათ არანაირ მოგებას არ მოუტანთ.

 

კომენტარები