ვენესუელა

რიაბკოვი ნიკოლას მადუროს გათავისუფლებას ითხოვს

სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი ნიკოლას მადუროს გათავისუფლებას ითხოვს. მისივე თქმით, ამის მოთხოვნა "აუცილებელია". 

ამის შესახებ რიაბკოვმა რუსულ სამთავრობო მედიასთან, ТАСС-თან ინტერვიუში ილაპარაკა. ჟურნალისტმა რიაბკოვს კითხა, მიანიჭებს თუ არა რუსეთი მადუროს თავშესაფარს იმ შემთხვევაში, თუ მას აშშ გაათავისუფლებს. 

"პირველი ნაბიჯი, რომლის გარეშეც ყველაფერი დანარჩენი განსაკუთრებით ჰიპოთეტური რჩება, ეს მადუროსა და მისი მეუღლის გათავისუფლებაა. [...] თუმცა, რამდენადაც ეს მოხდა, აუცილებელია, ვენესუელის პრეზიდენტის გათავისუფლება მოვითხოვოთ. ის, თუ როგორი იქნება ჩვენი შემდგომი დამოკიდებულება, ეს ცალკე საკითხია და ახლა ამაზე საუბრის არანაირი საფუძველი არ არსებობს". - თქვა რიაბკოვმა. 

ცნობისთვის, 3 იანვარს ვენესუელაში სპეცოპერაციის შედეგად აშშ-მ ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი, დააკავა და ავიამზიდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანა. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა. 

კომენტარები