ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს თქმით, მისი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე, პაბლო გუანიპა გაიტაცეს. გუანიპამ რამდენიმე საათის წინ დატოვა საპატიმრო დაწესებულება.
"სამოქალაქო ფორმებში ჩაცმულმა მძიმედ შეიარაღებულმა პირებმა ძალადობრივად გაიტაცეს ის" – წერს მაჩადო X-ზე.
გუანიპა ვენესუელის დედაქალაქში, კარაკასში 2025 წლის მაისიდან იმყოფებოდა პატიმრობაში. მას ბრალად ედებოდა საპარლამენტო არჩევნების ტერიროსტული მეთოდებით საბოტაჟის დაგეგმვაში, ხოლო მისი გათავისუფლების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.





