ჯანდაცვა

სერგეენკო: ცოფზე აცრების მხრივ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

დაკბენის შემდეგ ცოფზე აცრების მხრივ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. "ცოფზე აცრების, ანუ დაკბენის შემდეგ აცრების მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ცოფის შემთხვევების მხრივ კი, მესამე-მეოთხე ადგილზეა საქართველო მსოფლიოში", - განაცხადა მინისტრმა. 

დავით სერგეენკოს თქმით, დაკბენების 80% შინაურ ცხოველებზე მოდის და არა გარეულზე. მისივე თქმით, ეს დიდი პრობლემაა და ცოფთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია კამპანია, რომელიც მრავალმიმართულებიანი იქნება. 

კომენტარები