საქართველოს ეკონომიკა

კახა ბენდუქიძე: მთავრობის ინიციატივებმა ეკონომიკაზე ნეგატიურად იმოქმედა

tabula.ge

თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, კახა ბენდუქიძემ, "ბიზნესსკურიერში" საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობის საკანონმდებლო ინივიატივებმა ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა და ამასთანავე იმაზე საუბარი,  რომ ინფლაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას სინამდვილეს არ შეესაბამება.

„ინფლაცია რომ ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ეს არ ვიცი საიდან არის მოტანილი, ალბათ ამის თქმა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებიც მეოცე საუკუნის წიგნებს კითხულობენ. არ მგონია დღეს არსებობდეს გონიერი ეკონომისტი, რომელიც იტყვის, რომ ინფლაცია ეკონომიკის განვითარებას ხელს შუწყობს, ეს ზღაპარია. მაკროეკონომიკურად ამ მოსაზრებას არავითარი ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია.

ლარის კურსის ვარდნა რა თქმა უნდა უსიამოვნო მომენტია, მაგრამ აქ უფრო ფუნდამენტალური გადაწყვეტილებებია მისაღები. საქართველოში 2004 წლიდან დაწყებული ბევრი რეფორმა ჩატარდა და მივიღეთ რაღაც ტიპის ეკონომიკური მანქანა, რაც მემკვიდრეობით გადაეცა ახალ ხელისუფლებას. არჩევნებმა ამ მანქანის ახალი მძღოლი შეარჩია. ამ მძღოლს ორი შესაძლებლობა აქვს, განაგრძოს იგივე მანქანით მოძრაობა ან მისი სასწრაფო გადაკეთება დაიწყოს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მძღოლმა იმის მაგივრად რომ გაეგრძელებინა ამ მანქანით სვლა, მან დაიწყო ამ მანქანის გადაკეთება.

ყველა ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებიც შარშან განხორციელდა, მათ არავითარი პოზიტიური წვლილი ეკონომიკის ზრდისთვის არ მოუტანია, მაგრამ მოუტანა ნეგატიური. 3 %-იანი ზრდა შეუძლებელია წარმატებულად ჩაითვალოს საქართველოსთვის. შეიქმნა განცდა, რომ ამ მანქანას ბევრჯერ გადააკეთებენ... ეს ბიზნესს არ უზრდის ნდობის ხარისხს. ეს დიდ გაურკვევლობას იწვევს ბიზნესში და განსაკუთრებით უცხოელ ინვესტორებში. ძალიან შეზღუდული უნდა იყოს კანონშემოქმედებითი საქმიანობა, პრემიერმა ეს თავად უნდა გააკონტროლოს, სხვანაირად იქნება არეულობა.

რაც შეეხება ინფლაციას, მე მნიშვნელოვან ინფლაციას არ ველდები. შესაძლოა გარკვეულ პროდუქტებზე გაიზარდოს ფასები, მაგრამ ჯამური ინფლაცია იქნება ასე თუ ისე სტაბილური. თუ ამ მანქანის სწრაფ გადაკეთებას მთავრობა თავს დაანებებს, მაშინ შანსი არის იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარების კუთხით სვლას განაგრძობს", - განაცხადა მან რუსთავი 2-ზე "ბიზნესკურიერში" საუბრისას. 

კომენტარები