საპროტესტო აქციები კიევში

უსუფაშვილი: საქართველო უკრაინელი ხალხის არჩევანს სოლიდარობას უცხადებს

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო საზოგადოება უკრაინელი ხალხის გვერდით დადგება. როგორც უსუფაშვილმა სასტუმრო თბილისი მარიოტში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, საქართველო უკრაინელი ხალხის თავისუფალ არჩევანს სოლიდარობას უცხადებს.

"ჩვენი ყურადღება მიპყრობილია უკრაინისკენ. ჩვენ სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის თავისუფალი არჩევანისადმი და გვსურს, რომ მათ მშვიდობიანი გზით მიაღწიონ იმას, რისთვისაც იბრძვიან და იღვწიან. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოება უკრაინელი ხალხის გვერდით დადგება, ისევე როგორც ქართველი ხალხის გვერდით დგანან", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, კიევში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, უკრაინის ოპოზიცია რადიკალურ ქმედებებზე გადავიდა - დღეიდან ყველა სახელმწიფო დაწესებულება ბლოკირებული იქნება. კიევის ცენტრში ძირითად სამთავრობო შენობებთან ბარიკადების აღმართვა დემონსტრანტებმა გვიან ღამით დაიწყეს. 

კომენტარები