საპროტესტო აქციები კიევში

ქეთრინ ეშტონი: სინანულით ვუყურებ, თუ როგორ იყენებს მილიცია ძალას კიევის ცენტრში

მე ჯერ კიდევ კიევში ვარ. მე ვიყავი თქვენ შორის მაიდანზე საღამოს, და მე გაოცებული ვიყავი უკრაინელთა სიმტკიცით, რომლებიც ქვეყნის ეროვნული პერსპექტივისთვის გამოვიდნენ ქუჩებში. ახლა რამდენიმე საათის შემდეგ მე სინანულით ვუყურებ იმას, თუ როგორ იყენებს მილიცია ძალას კიევის ცენტრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მოსაშორებლად. ხელისუფლებამ არ უნდა იმოქმედოს ღამის საფარქვეშ, რათა საზოგადოებასთან მილიციის საშუალებით ურთიერთობა დაიწყოს. პოლიტიკურ ძალებთან და საზოგადოებასთან დიალოგი და არგუმენტების გამოყენება, ყოველთვის უკეთესია ვიდრე ძალის არგუმენტები

უკრაინულმა გამოცემამ "Українська правда" საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის, ქეთრინ ეშტონის საგანგებო განცხადება გაავრცელა.

კომენტარები