საპროტესტო აქციები კიევში

გამთენიისას ბერკუტმა ევრომაიდანის დაშლა დაიწყო

11 დეკემბერს, გამთენიისას უკრაინულმა სპეცრაზმმა, ბერკუტმა, კიევში, ევრომაიდანზე ოპოზიციის აქციის დაშლა, ბარიკადების და კარვების ქალაქის აღება დაიწყო. ტაბულას პირდაპირ ეთერში კიევიდან სატელეფონო ხაზზეა ტაბულას ჟურნალისტი, დიმიტრი ავალიანი, რომელიც ევრომაიდანზე მიმდინარე მოვლენების შესახებ გვესაუბრება.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ვილნიუსის სამიტამდე ერთი კვირით ადრე უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, კიევში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

კომენტარები