ლარის კურსის ვარდნა

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ორნახევარი წლის განმავლობაში მინიმალურია

oxun.ge

ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებაში 1.6821 ნიშნულს მიაღწია, რაც ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეროვნული ვალუტის კურსი 1.68 ნიშნულზე ბოლოს 2011 წლის ივლისში იყო.

ლარმა შეუმჩნევლად გაუფასურება ნოემბრის დასაწყისში დაიწყო. 7 ნოემბერს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1.6792 იყო, რაც ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. მოგვიანებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა.

ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებიც გამოითქვა: ექსპერტთა ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ ძველ ხელისუფლებას კურსი ხელოვნურად ეჭირა, დღეს კი ეროვნული ვალუტა კონტროლისგან თავისუფალია, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, ლარის გაუფასურება ბიუჯეტის "გადასარჩენად" ხდებოდა.

ეროვნულ ბანკში და ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ დოლარის კურსის ზრდაში საგანგაშო არაფერია. 

კომენტარები