სოჭის ოლიმპიადა

პეტრიაშვილი: მარგველაშვილის ოლიმპიადაზე დასწრება ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

საქართველოს დეოკუპაცია და ევროკავშირში ინტეგრაცია რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ გიორგი მარველაშვილის ინტერვიუ რუსეთის ერთ-ერთ ცენტრალურ არხთან არ იყო მწვავე. ალექსი პეტრიაშვილს მიაჩნია: იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, ყველაზე უკეთ სოჭის ოლიმპიადაზე შეიძლება, თუმცა არჩეული პრეზიდენტის ოლიმპიადაზე დასწრება ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. "უნდა აიწონოს დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუ ოლიმპიადის პოლიტიზება არ მოხდება, ადგილი თუ არ ექნება სიურპრიზებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მაშინ დავფიქრდებით", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

კომენტარები