სოჭის ოლიმპიადა

ზაქარეიშვილი: ჩვენი მონაცემებით, სოჭში უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია

სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის თქმით, სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა რუსეთისთვის პრესტიჟის საკითხია. მან აღნიშნა, რომ ოლიმპიადა მსოფლიო დონის ღონისძიებაა და მის უსაფრთხოებაზე, რუსეთის გარდა, საერთაშორისო უსაფრთხოების სამსახურებიც ზრუნავენ.

"ჩვენი მონაცემებით, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცულია. იმედია, ეს გაგრძელდება ოლიმპიადის ბოლომდე და არანაირი საფრთხე არ შეექმნებათ ოლიმპიადის მონაწილეებს, ქართველ სპორტსმენებს. ამ ეტაპზე შეშფოთების განსაკუთრებული საფუძველი არ არსებობს, თუმცა ყველაფერი მოსალოდნელია და ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშები დღეს იხსნება და 23 თებერვალს დაიხურება.

კომენტარები