სოჭის ოლიმპიადა

ვლადიმირ პუტინი მზადაა, გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უხარია, რომ ქართული გუნდი სოჭში ჩავიდა. მისი თქმით, ოლიმპიური თამაშები ხელს უწყობს საქართველოსთან ურთიერთობის დამყარებას.

"მგონი, რაღაც სისულელეა, საჭირო არაა ცარიელ ადგილას რაღაცების გამოგონება. ძალიან მიხარია, რომ ქართული გუნდი ჩამოვიდა და ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი ნიშანი და ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ოლიმპიური თამაშები ხელს უწყობს ურთიერთობებს იქაც კი, სადაც ეს შეუძლებლად და რთულად მიგვაჩნია.

როგორც იცით, თბილისიდან სოჭის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი ოლიმპიადის შემდეგაც შენარჩუნდება. ამიტომ ოლიმპიური თამაშები უკვე არის პლუსი. ეს ხელს უწყობს საქართველოსთან ურთიერთობის დამყარებას. ასე რომ, გვიხარია და წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ სპორტსმენებს, ისინი ყოველთვის კარგად გამოდიან ზაფხულის თამაშებზე, განსაკუთრებით ჩემს საყვარელ სახეობა ძიუდოში, საქართველოს ნაკრები აქ ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია. იმედი მაქვს, ქართველი სპორტსმენები აქაც თავს გამოიჩენენ", - თქვა პრეზიდენტმა პუტინმა.

ჟურნალისტების კითხვას, შეხვდება თუ არა პუტინი საქართველოს პრეზიდენტს, მან უპასუხა - "თუ მოისურვებს, რატომაც არა".

კომენტარები