სოჭის ოლიმპიადა

The Moscow Times: პუტინის სტუმართა სიაში ლეონიდ თიბილოვიც არის

რუსულმა გამოცემამ The Moscow Times სოჭის ოლიმპიადაზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ მიწვეული მსოფლიო ლიდერების სია გამოაქვეყნა. მათ შორის ერთ-ერთი, ოკუპირებული ტერიტორიის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვია.

რუსული გამოცემის ინფორმაციით, თიბილოვის პრესმდივნის ცნობით, თიბილოვმა გახსნის ცერემონიაზე მიწვევა თავად პრეზიდენტ პუტინისგან მიიღო.

The Moscow Times-ის ცნობით, ლეონიდ თიბილოვი შეუერთდება ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების ლიდერებს.

გარდა თიბილოვისა, სოჭის ოლიმპიადაზე მიწვეული არიან ჩინეთის პრეზიდენტი ქსი ძინპინი, იაპონიის პრემიერმინისტრი შინზო აბე, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და სხვები.

The Moscow Times-ის ინფორმაციით, სოჭის ოლიმპიადაზე დასწრებაზე აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის, ბრიტანეთის პრემიერის დევიდ კამერონის უარის თქმის შემდეგ, სტუმართა სიის ჰედლაინერი ჩინეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ქსი ძინპინია.

კომენტარები