სოჭის ოლიმპიადა

კალაძე: სოჭის ოლიმპიადაზე უნდა წავიდეთ, მედლები ჩამოვიტანოთ და ხალხი გავახაროთ

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თქვა, რომ "სოჭის ოლიმპიადაზე უნდა წავიდეთ და რაც შეიძლება ბევრი მედალი ჩამოვიტანოთ, რათა გავახაროთ ქართველი ხალხი". კალაძემ რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

"რუსეთთან ურთიერთობას რაც შეეხება, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ დავარეგულიროთ ურთიერთობები. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ეკონომიკური მიმართულებებით. პოლიტიკურს რაც შეეხება, ეს ცოტა რთული და გრძელვადიანი პროცესია", - თქვა კალაძემ.

კომენტარები