2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს ფოტო/ვიდეო გადაღება მობილურებითა და ტაბლეტებით აეკრძალებათ. ამის შესახებ ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა.
"ჟურნალისტების მიერ ოლიმპიური თამაშების მონაწილეებისა და მაყურებლების გადაღება სერიოზულ დარღვევად ჩაითვლება და მათი აკრედიტაციის შეჩერებას გამოიწვევს", - თქვა სააკრედიტაციო კომისიის წარმომადგენელმა ვასილი კონოვმა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო Svoboda-ს ცნობით, აკრძალვა აიფონებსა და აიპადებზეც იმოქმედებს.
Buzzfeed-ის ინფორმაციით, რამდენიმე ჟურნალისტს აკრედიტაცია უკვე შეუჩერეს. პოპულარული რუსული საიტის Sports.ru-ს დირექტორის, დმიტირი ნავოშას თქმით, კომიტეტმა მის კორესპონდენტებს აკრედიტაცია აგვისტოში შეუჩერა და იმიტომ, რომ მისი საიტი უფრო პოპულარულია, ვიდრე R-Sport. [აღსანიშნავია, რომ RIA Novost-ის თავმჯდომარე აკრედიტაციის კომისიის თავმჯდომარეა, ხოლო R-Sport-ის უფროსი - კომისიის წევრი].
ასევე დამოუკიდებელმა ჰოლანდიელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც სოჭის შესახებ ვრცელ მულტიმედია პროექტს აკეთებდნენ, შეჩერებული აკრედიტაცია სექტემბერში განაახლეს. ხოლო ნორვეგიელი ტელეჟურნალისტები ოქტომბერსა და ნოემბრის დასაწყისში სოჭში პოლიციამ რამდენჯერმე ახსნა-განმარტების გარეშე დააკავა.





