საქართველოს მთავრობა

სუბარი: ჭიკაიძემ შეძლო შემოეტრიალებინა კრიმინოგენული სიტუაცია თბილისში

სოზარ სუბარი
ახლადწარდგენილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ის შეძლებს გააგრძელოს ”სამართლიანი ტრადიცია”.
 
"ამ ერთი წლის განმავლობაში ჭიკაიძემ მინისტრთან ერთად შეძლო, რომ შემოეტრიალებინა კრიმინოგენული სიტუაცია თბილისში. ააწყო ახალი გუნდი. ასეთი გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრის პოსტზე გააგრძელებს იგივეს მთელი საქართველოს მასშტაბით და შექმნის ისეთ სამინისტროს და გააგრძელებს სამართლიან ტრადიციას, როგორიც საქართველოს სჭირდება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
 

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვლის. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, "ლექსო ღირსეული პოლიციელის ოჯახში გაიზარდა და მას ძალიან კარგი მამა ჰყავდა". ღარიბაშვილის განცხადებით, ჭიკაიძემ შსს-ში მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

 

 

კომენტარები