რუსეთი

რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი გარდაიცვალა

რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი  
   

რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სერგეი ივანოვი ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუსი მაღალჩინოსანია. სხვადასხვა დროს იგი იკავებდა ვიცეპრემიერისა და პირველი ვიცეპრემიერის, თავდაცვის მინისტრის, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობებს.

2016 წლიდან ივანოვი გარემოსდაცვითი, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრად რჩებოდა.

2007 წელს ივანოვი ვლადიმირ პუტინის შემცვლელის ერთ-ერთ ყველაზე სავარაუდო კანდიდატად ითვლებოდა, თუმცა ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დიმიტრი მედვედევთან დამარცხდა.

 

კომენტარები