ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ბურჯანაძე: ვიწყებთ მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გაგრძელებს და მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის სერიოზულ მზადებას იწყებს. როგორც დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, მერის არჩევნებში მონაწილეობას თავად არ მიიღებს, თუმცა მისი პარტია, როგორც თბილისის მერის, ასევე სხვა თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელებად ღირსეულ კანდიდატებს წარადგენს.

"დღეს არ ვილაპარაკებ არჩევნების შედეგებზე. ამის დროც მოვა. კარგად ვიცი, რა შედეგიც დავდეთ და ისიც ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს კიდევ უფრო მეტი ეჭვით უყურებს ძალიან ბევრ ფაქტს, ვიდრე აქამდე. ნუთუ საქართველოში ვინმეს სჯერა იმისა, რომ ყოველმა მეხუთე ადამიანმა ხმა ნაციონალურ მოძრაობას მისცა და ჩვენ მხოლოდ 10 პროცენტი მივიღეთ.  ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ პოლიტიკურ საქმიანობას. ფაქტია, ყველას მოუწია ამ არჩევნების შემდეგ აღიარება, რომ მე და ჩემი თანამებრძოლები ვართ ძალიან სერიოზული ძალა და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე საქართველოს პოლიტიკურ არენაზე. თუმცა სიტყვა "მოთამაშე" აქ ზედმეტია იმიტომ, რომ რეალურად, პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობა ჩვენ არასოდეს არ მიგვიღია", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, პარტია დაიწყებს აქტიურ მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის. უახლოეს მომავალში იგეგმება ყრილობაც, სადაც, ბურჯანაძის ინფორმაციით, პარტია განახლებული სახით წარდგება.

კომენტარები