საოკუპაციო ხაზის გადმოწევა

დვანში რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა დღესაც გააპროტესტეს

მავთულხლართები დიცში

ქარელის რაიონის სოფელ დვანში რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა დღესაც გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ხელისუფლებას აქტიურობისკენ მოუწოდეს.

"როდესაც ამგვარი რამ შენს მიწაზე ხდება, სულ მცირე, ღირსება უნდა შეგელახოს. მინისტრმა პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის გამოცდა. ჩვენ გვაინტერესებს, ვინ არის გამომცდელი, ვინ აბიტურიენტი და ხომ არ არის ეს ევრაზიულ კავშირში მისაღები გამოცდები?!", - თქვა აქციის მონაწილემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ. 

გუშინ სოფელ დვანში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ჟურნალისტებმაც გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ დვანში რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართების გავლება დღეს განაახლეს.

კომენტარები