საოკუპაციო ხაზის გადმოწევა

რუსთავი 2: ოკუპანტებმა ე.წ. საოკუპაციო ხაზი დაახლოებით 800 მეტრით გადმოსწიეს

timer.ge

ე.წ. მცოცავი საოკუპაციო ხაზი დაახლოებით 800 მეტრით გადმოიწია - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქარელის რაიონში საოკუპაციო ძალებმა ახალი ბანერი დადგეს და სოფელ თამარაშენის მცხოვრებთა მიწები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით შს სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები