რელიგიური შეუწყნარებლობა

მუფთი ასლან აბაშიძე: აჭარელი მუსლიმები ახალციხისკენ მიემართებიან

მუფთი ასლან აბაშიძე
ტაბულა

ხულოს მუფთის ასლან აბაშიძის განცხადებით, 500-მდე ადამიანი გზაშია და სოფელ დანისპარაულის სიახლოვეს გაჩერდებიან. 

 „ვჩერდებით იმიტომ, რომ როგორმე სახელმწიფომ გამოიჩინოს კეთილი ნება და ეს საკითხი მშვიდობიანად გადაწყდეს. ხალხი არის აღელვებული და შეურაცხყოფილი, სპეცრაზმმა ჩაკეტა საზოგადოება, მოჭრეს მინარეთი, ვინც წინააღმდეგობა გაუწია, სასტიკად სცემეს. მეც მრევლთან ერთად ვარ, შეიძლება გავჩერდეთ, იქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დესტაბილიზაცია სახელმწიფოში და არ დაიწყოს არეულობა რელიგიის ნიადაგზე. ჩვენ რადგანაც გვინდა სტაბილურობის შენარჩუნება, იქედან გამომდინარე, დავიცდით დანისპარაულში, ხელისუფლებამ ეს საკითხი დადებითად რომ გადაჭრას.”,- განაცხადა მუფთმა გაზეთ ბათუმელებთან საუბრისას. 

 შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭელში დილით მინარეთი დაანგრიეს, ხოლო მუსლიმური თემის წარმომადგენლები სცემეს და დააკავეს. 

 

კომენტარები