თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ-ს რექტორის თანამდებობაზე განაცხადი 19-მა პირმა შეიტანა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორობის კანდიდატთა საბუთების მიღების ვადა დღეს 18:00 საათზე ამოიწურა.

რექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილი სულ 19-მა პირმა გამოთქვა.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ვლადიმერ პაპავამ, ნონა წოწორიამ, გიორგი ქავთარაძემ, გიორგი ბარამიძემ, ილია თავხელიძემ, ცირა ბარამიძემ, მერაბ ცაგარელმა, მედეა ჩუხუამ, დავით არევაძემ, ირმა რატიანმა, მარინა მუსხელიშვილმა, თამაზ ვაშაყმაძემ, მანანა ხაჩიძემ, თამაზ კალაძემ, დენიზა სუმბაძემ, რუსუდან ახალკაცმა, დავით გოცირიძემ, მარინე ჩიტაშვილმა და ინესა მერაბიშვილმა.

კონსურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან კომისია განიხილავს. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი გამოსწორებისთვის კონკურსანტს სამი სამუშაო დღე ექნება. მას შემდეგ, რაც რეგისტრირებულ კანდიდატთა საბოლოო სია გახდება ცნობილი, საბუთები განსახილველად აკადემიურ საბჭოს გადაეცემა.

ახალი რექტორი ფარული კენჭისყრით აირჩევა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი მისცემს ხმას.

თსუ-ს რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს, 14.00 საათზე, გაიმართება.

კომენტარები