მიქაუტაძის საქმე

საპროტესტო აქცია პოლიციის მთავარ სამმართველოსთან

Police.ge

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი კავშირი დროა.

აქციის მონაწილეები მამუკა მიქაუტაძის დაკავების და დაკითხვის იმ მეთოდს აპროტესტებენ, რამაც, აქციის მონაწილეების მტკიცებით, მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

„სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს ლექსო ჭიკაიძეს, დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა. ასევე, მივმართავთ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ, ნუ დაემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც გირგვლიანის, რობაქიძისა და სხვათა მკვლელობის საქმეები გამოუძიებელი დატოვა“, - განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკოლოზ ნატროშვილმა.

აქციის მონაწილეებმა ხელები თოკით შეიკრეს და სახრჩობელის იმიტაციის ნიშნად, კისერზეც შემოიხვიეს. გარდა ამისა, მათ სხეულის სხვადასხვა ნაწილი წითელი საღებავით შეიღებეს.

„მთავარ სამმართველომდე მოქალაქეები სისხლიან გზას გადიან. იქიდან გამოსულები კი თვითმკვლელობამდე მიდიან“, - აღნიშნა ნიკოლოზ ნატროშვილმა.

კომენტარები