მიქაუტაძის საქმე

მიქაუტაძის მეუღლეს გამომძიებლები საკუთარ სახლში კითხავენ

RFE/RL

მამუკა მიქაუტაძის მეუღლეს გამომძიებლები საკუთარ სახლში კითხავენ. დაკითხვის პროცესს ორი გამომძიებელი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ესწრება. პროცესის დაწყებამდე მოსიაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი ერთ-ერთ გამომძიებელზე, ზიზი ეძგვერაძეზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაკითხვაზე მოხდება სრული ინფორმაციის აღწერა, თუ რა ხდებოდა ტრაგედიამდე.

ოჯახის წევრების განცხადებით,  მამუკა მიქაუტაძე პოლიციამ ღამით დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე ჰყავდა. ამის შემდეგ მიქაუტაძემ ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციამ მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება წამებით მიაცემინა. მოგვიანებით ის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 36 წლის მამუკა მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ის მოკლეს.

კომენტარები