სავიზო რეჟიმი

საქართველოს მთავრობამ ირანთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა

საქართველოს მთავრობამ ირანთან უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად გააუქმა. ინფორმაცია ამის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს დაუდასტურეს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდა. 

რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, მათთვის ვითარება არ შეცვლილა და ირანში გასამგზავრებლად, 45 დღის განმავლობაში ქვეყანაში დარჩენის უფლებით, მათ ვიზა არ სჭირდებათ.

ირანთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 2011 წლის 26 იანვრიდან მოქმედებდა.

კომენტარები