სავიზო რეჟიმი

პრემიერი: თუ ახალ სავიზო პოლიტიკაში რაიმე ხარვეზი გამოიკვეთა, გავასწორებთ

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის  ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ახალი სავიზო პოლიტიკის ამოქმედების შემდეგ, თუ რაიმე ხარვეზი გამოიკვეთა, ჩვენ აუცილებლად გავასწორებთ". როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით  შეხვედრა გაიმართა.

"ჩვენ გუშინ შევიკრიბეთ, რადგან კიდევ უფრო კარგად გავაანალიზოთ საკითხი" - თქვა პრემიერმა.

ცნობისთვის, 1 სექტემბრიდან, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა, 94 ქვეყნისთვის კი, კვლავ უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.

ამასთან, იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს, ქვეყანაში დარჩენა 90 დღით შეეძლებათ, ნაცვლად ადრე განსაზღვრული 360 დღისა. 24 ქვეყნის მოქალაქეებს კი, ვიზების აღება მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შეეძლებათ. ნებისმიერი ტიპის ვიზა 50 დოლარი ეღირება. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზა მხოლოდ "განსაკუთრებულ შემთხვევებში" გაიცემა, რასაც მთავრობა დაადგენს.

სავიზო რეჟიმის გამკაცრების შემდეგ, აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ უცხოელ სტუდენტებს და ბიზნესმენებს ვიზების გაგრძელების პრობლემები ექმნებათ. ახალი საიმიგრაციიო პოლიტიკის შედეგები გადაცემა თეორემას მსჯელობის საგანიც იყო.

კომენტარები