სავიზო რეჟიმი

ხიდაშელი: აშშ-ს სავიზო რეჟიმი აქვს, მაგრამ არ უშლის ხელს ტურისტების შედინებას

ამერიკის შეერთებულ შტატებს სავიზო რეჟიმი აქვს პრაქტიკულად ყველა ქვეყანასთან, მაგრამ ეს არ უშლის ხელს ტურისტების შედინებას, ამიტომ ეს არ არის თავისთავად თემა. მთავარია, როგორ მუშაობენ საკონსულოები. რამდენად ეფექტურები, სწრაფები და მობილურები არიან. სავიზო რეჟიმი თავისთავად არ არის პრობლემა, ეს ჩვეულებრივი ფორმაა, ჩვეულებრივი სახელმწიფო პოლიტიკაა.

ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა მთავრობის ახალი სავიზო რეგულაციები. 1-ლი სექტემბრიდან, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა, 94 ქვეყნისთვის კი, კვლავ უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.

კომენტარები